მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ბექა ლილუაშვილი - გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი: საზოგადოებას აჩვენოს, რომ არის კლასიკურ „ნაცებზე“ უფრო უკეთესი „ნაცი“

ნახვები: 562 ბექა ლილუაშვილი - გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი: საზოგადოებას აჩვენოს, რომ არის კლასიკურ „ნაცებზე“ უფრო უკეთესი „ნაცი“

გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი - საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის არის კლასიკურ „ნაცებზე" უფრო უკეთესი „ნაცი“ - რა თქმა უნდა, შეუძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგმა საზოგადოებას დააჯეროს, რომ ამ პარტიას გაემიჯნა - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მელიასა და გვარამიას გაერთიანებით კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში ახალი სუბიექტი გაჩნდა და ამით, მისი პარტიისთვის არაფერი შეცვლილა.

როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, პარტიის "საქართველოსთვის" მიზანია, რომ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50% ვერ გადალახონ.

"ჩვენ მივდივართ არჩევნებზე ჩვენი პარტიული ნომრით, არ ვერთიანდებით არც ერთ სხვა პარტიასთან და ვძლიერდებით. რაც შეეხება ორი ნიკას პარტიას - საიდან უნდა გაემიჯნონ? ერთი არის იდეოლოგი და ფუძემდებელი "ნაციონალური მოძრაობის" და მეორე არის ყველაზე რადიკალური ქმედებების მონაწილე. ჩვენთვის არც არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ახალი სუბიექტი გაჩნდა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში.

გვარამიას აქვს ერთადერთი რესურსი - აჩვენოს, ყოველ შემთხვევაში ეცადოს, რომ საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის არის კლასიკურ "ნაცებზე" უფრო უკეთესი "ნაცი". ეს არის მისი ერთადერთი მიზანი და მოტივაცია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგმა ეს საზოგადოებას დააჯეროს. ამ თვალსაზრისით რაც უფრო მეტად ეცდებიან ამ ილუზიის შექმნას, მით უფრო მეტად მოგვეხმარებიან ჩვენი ამოცანის მიღწევაში, რომ 50% ვერ გადალახოს ვერც ერთმა," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა