რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სალომე სამადაშვილი - თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ნახვები: 570 სალომე სამადაშვილი - თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს

პარტია "ლელოში" აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, ის აპირებს, კითხვებით თავდაცვის სამინისტროს მიმართოს, პასუხების მიღების შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მუშაობას დაიწყოს.

"საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელთან გააფორმა როგორც თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა, კონტრაქტი, იმაზე, რომ ის ყოფილიყო გაფორმებული როგორც სამინისტროს ოფიციალური მრჩეველი. აქ ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. მე დღეს ოფიციალური მოთხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს. მაინტერესებს, როდის და რამდენი ხნით გაფორმდა თანამშრომლობაზე კონტრაქტი და მაინტერესებს გაიარა თუ არა უსაფრთხოების შემოწმება. თუ გაიარა, გადმომიგზავნონ ასევე დასკვნა, მაინტერესებს ნახო, ვინ მოაწერა ხელი საბუთს, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოა ქართული სახელმწიფოსთვის, რომ ბატონი ხიდაშელი დასაქმებული იყოს ქვეყნის თავდაცვის უწყებაში და ასევე, მაინტერესებს მისი საქმიანობის პირობებში რა დოკუმენტებზე, რა საბუთებზე, რა შეხვედრებზე ჰქონდა დაშვება მიღებული ბატონ ხიდაშელს. მე ველოდები, რომ ამ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში მივიღებ და შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყებთ მომზადებას საფუძვლის იმისთვის, რომ აღიძრას შესაბამისი საქმე, იმ სისხლის სამართლის მუხლების თანახმად, რომელიც სჯის ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. ძალიან ირონიული იქნება თუ ბურჭულაძე და სხვები აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე იმ ბრალდებით, რომლებიც მათ სამარცხვინოდ გამოიყენეს ხანდაზმულო და ღვაწლმოსილი მეცნიერების წინააღმდეგ, როდესაც სწორედ ხიდაშელის მონაწილეობით ააგორეს დავით გარეჯთან დაკავშირებით საქმე," - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა