მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

თიბისის მხარდაჭერით სერგო ფარაჯანოვის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ნახვები: 282 თიბისის მხარდაჭერით სერგო ფარაჯანოვის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიულ სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. სპექტაკლი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის „Saté-âtre“ დირექტორი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

19 მარტს კი თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მურად მერზუკი და სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე. 

დისკუსიაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

წარმოდგენა თიბისის, სომხეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება.  

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა