ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კაია კალასი - ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რისი ეშინია პუტინს

ნახვები: 559 კაია კალასი - ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რისი ეშინია პუტინს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ნატო-სთან ომის ეშინია.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს კარგად გამოსდის შიშის დათესვა, მისი მუქარა მაინც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.

"რა თქმა უნდა, ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ ყველაფერი, რასაც ის ამბობს. ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. მას ძალიან კარგად გამოსდის შიშის დათესვა საზოგადოებებში. ის უსმენს, რისიც გვეშინია და თუ ბირთვული ომის გვეშინია, მაშინ ის აძლიერებს ამ შიშს“, - განაცხადა კალასმა BBC-სთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სერიოზულად იღებს და აღელვებს თუ არა პუტინის მუქარა ბირთვულ ომთან დაკავშირებით.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ეს ერთგვარი თვითშეკავების ხაფანგია.

„თუ გვეშინია, მაშინ ვიწყებთ თვითშეკავებას და ეს არის ის, რაც პუტინს სურს. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს და მას რეალურად ეშინია ნატო-სთან ომის. მას ეს არ სურს. რა თქმა უნდა, ეს არც ჩვენ გვინდა", - აღნიშნა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა