კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი - სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას

ნახვები: 565 იენს სტოლტენბერგი - სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებისას, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიესალმება ალიანსთან აზერბაიჯანის ხანგრძლივ თანამშრომლობას და მოუთმენლად ელოდება პარტინორობის შემდგომ გაძლიერებას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მარტო აქ, არამედ უფრო ფართო საზღვრებში.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას წლების კონფლიქტის შემდეგ. მე მხოლოდ შემიძლია, მოგიწოდოთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა უკრაინის თემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას და რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„უფრო მეტი დახმარებაა საჭირო, რადგან უკრაინაში ვითარება ძალიან რთულია“, – აღნიშნა იენს სტოლტებერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა