კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საგარეო საქმეთა მინისტრი - წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით? არ გაგცემთ პასუხს, რადგან კითხვა არასერიოზულია

ნახვები: 557 საგარეო საქმეთა მინისტრი - წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით? არ გაგცემთ პასუხს, რადგან კითხვა არასერიოზულია

წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით? არ გაგცემთ პასუხს, რასაც თქვენ მეკითხებით არასერიოზულია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული არ არის, როგორ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად?! - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: „მიაჩნია თუ არა მას ლეგიტიმურად რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები“.

მისივე მტკიცებით, ისინი აგრძელებენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას.

„მოგიწოდებთ გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და იქ მთლიანად ამოიკითხავთ ჩვენს პოზიციას, ამ თემასთან დაკავშირებით.

ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა არ აქვს მართოს პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა არის პასუხისმგებლობა ადგილზე ეფექტური ძალის განმახორციელებელი ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ქვეყნის მხრიდან, ეს ცალსახაა, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრი გამოხმაურებები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტს მხარდამჭერი იყო. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო პარტნიორი იყოს ამ პროცესში ჩვენი მხარდამჭერი. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას. ერთი მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც არის მთავარი ქვაკუთხედი იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს და ამ მიმართულებით ჩვენ მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ეს არის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა