თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გაიგე როგორია თიბისელების სამუშაო გარემო

ნახვები: 553 გაიგე როგორია თიბისელების სამუშაო გარემო

Რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ მთავარია — სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით კეთებაზე, შესაბამისად, კომპანიის დიდი მიზნებისა და მისიის წარმატებით შესრულებაზე.

თიბისიში მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია,  გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის. 

სალომე გოგიჩაიშვილი მონაცემთა მეცნიერია, რომლისთვისაც თიბისიში ამ მიმართულებით მუშაობა პირდაპირ უკავშირდება ინიციატივებს, საინტერესო ადამიანებსა და მეგობრულ გარემოს, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად, უამრავ ახალ უნარს იძენ. 

„ჩემთვის, იყო თიბისელი ნიშნავს იდგე განვითარებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მშვიდ და თანასწორ გარემოში და, რაც მთავარია, გქონდეს თვითგამოხატვის თავისუფლება. თიბისი იმ თავისუფალ გარემოს ქმნის, სადაც ინოვაციური აზროვნების საშუალება იქმნება.“

თიბისი გაძლევს სივრცეს განვითარდე შენთვის საინტერესო და განსხვავებული მიმართულებებით - ამას აღნიშნავს თიბისის მარკეტერი, ელისო გოგოხია.

„როცა ხარ მარკეტერი თიბისიში, პირველ რიგში, იაზრებ მასშტაბებსა და გავლენას, რომელიც ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში შეგიძლია გქონდეს. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ.“ - ელისო გოგოხია.

გიორგისთვის, რომელიც თიბისის მომსახურების მენეჯერია, თიბისი მოტივაციასთან, განვითარებასთან, მუდვიმ მოძრაობასა და, ამავდროულად, სტაბილურობასთან ასოცირდება. 

“ვიყო თიბისელი, ჩემთვის, ძალიან საამაყოა. ბედნიერი ვარ, რომ  ჩემი და თიბისის ისეთი ღირებულებები, როგორიცაა - სხვებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერება, სანდოობა, თუ პასუხისმგებლობა, ერთმანეთთან თანხვედრაშია.

თიბისი არის გზა მეტი შესაძლებლობისკენ, რომელიც მრავალმხრივ განვითარების საშუალებას გაძლევს.“ - გიორგი ანთელიძე, მომსახურების მენეჯერი

Ნათია იორამაშვილი, თიბისის სერვის მენეჯერია, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს იზრუნოს როგორც მომხმარებელზე, ისე - თანამშრომლებზე და მათთვის სანდო და საიმედო გამოცდილებას ქმნის.

“ის, რომ ჩვენთან შესაძლებლობების ზღვა პოტენციალია, ეს სიახლე არაა. თიბისი ის ადგილია, სადაც ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი. აქ, მიგნებული საქმე, საკუთარ თავში აღმოჩენილი მახასიათებლები, წარმატების გზაზე მიმავალი პირველი საფეხური ხდება.”

განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები, მეგობრული განწყობა, ინოვაციური გუნდი, შემოქმედობითობა, მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა – ეს არის ის გარემო, რაც თიბისის დიდ გუნდში მოსულ ადამიანს დაგხვდება. გახდი თიბისელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა