კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე - საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები უნდა დავაზღვიოთ

ნახვები: 622 ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე - საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები უნდა დავაზღვიოთ

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტი კონსტიტუციების პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს.

„მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში. იცით, რომ ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები, მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა