ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ვახტანგ გომელაური - დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია

ნახვები: 555 ვახტანგ გომელაური - დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია

დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ თავდაუზოგავად, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ ბიჭები. მე მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ამისთვის და მთელი წლის განმავლობაში გაწეული თავდადებული სამუშაოსთვის, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ.

„ამ დიდი ტრაგედიის დროს მოქალაქეებთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი სისტემის თანამშრომლები. მე მინდა, პატივი მივაგო მათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირულად დაღუპული ყველა თანამშრომლის ხსოვნას. მიუხედავად მეხანძრე-მაშველების ძალიან ბევრი გმირული მაგალითისა, პოლიტიკოსებისგან, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეხანძრე-მაშველების დღევანდელი აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, თუმცა იყო ბევრი მხარდაჭერაც. მინდა, მოგახსენოთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეს არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ყოფილა ეს სამსახური. 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. ჩვენმა გმირმა მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი მაშველების გმირობის შესახებ მაშინ, როცა გასულ წელს რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა და უწყვეტ რეჟიმში ჩაერთო ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში. ჩვენ ვნახეთ დამსახურებული მადლობები, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე, თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა