ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა ყურაშვილი - ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები მიმდინარეობს

ნახვები: 589 მამუკა ყურაშვილი - ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები მიმდინარეობს

ამ დროისთვის ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, მათ შორის გაეროშიც უნდა დაისვას ეს საკითხი, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა.

ყურაშვილი გამოეხმაურა ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.

„ამ კადრებით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის ივანიშვილის პარტიის საგარეო კრახი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ ე.წ „დალაგება“ არ გამოუვიდათ რუსეთთან, რადგან 2012 წელს არამარტო 5 მილიონი უნდა დაერიგებინათ სოფლებში, ასევე რუსეთთანაც „მოეგვარებინა“.

მქონდა შესაძლებლობა ეს კადრები 4 თვის წინ მენახა და მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული მასალით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძალიან დიდი სამუშაოები აქვთ უკვე ჩატარებული. რუსეთი, როგორც ჩანს ყირიმთან მიმართებაში ემზადება კეთილი ნაბიჯის გადადგმისათვის, ამისთვის შავ ზღვაში წარმომადგენლობა უკვე შეზღუდული აქვს, იმიტომ რომ "ნოვო რასიისკის" პორტის ტვირთამტანიანობა უკვე შეზღუდულია, ამდენ გემს იქ თავს ვერ მოუყრის, ვერ მოემსახურება. რაც შეეხება წყალქვეშა ნავებს, ესეც განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სევასტოპოლში არის განსაკუთრებულად მომზადებული იგივე წყალქვეშა ნავები იმისთვის, რომ ჩაიტვირთოს კალიბრის სისტემის რაკეტები, მაგისთვის შეიძლება იყოს აქ მცდელობა, რომ ანალოგიურად მოამზადონ პორტი და უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ეძლევა, დღევანდელ მოცემულობაში ეს არის ქართული სახელმწიფოს ეკონომიურად დაზიანება.

ამ დროისთვის ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, მათ შორის გაეროშიც უნდა დაისვას ეს საკითხი, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს“, - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა