ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

10-მდე მსხვილი სოციალური პროექტი და 5 ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო - ჯიპიაი ჰოლდინგის 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგება

ნახვები: 319 10-მდე მსხვილი სოციალური პროექტი და 5 ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო - ჯიპიაი ჰოლდინგის 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგება

ჯიპიაი ჰოლდინგმა, ანგარიშგების პორტალზე Reportal.ge და ვებგვერდზე GPIH.GE 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგების დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი ძირითად ფინანსურ მაჩენებლებსა და არაფინანსურ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს, რომელიც კომპანიამ 2019 წლის განმავლობაში განახორციელა. ანგარიშგება საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის და მასში დეტალურადაა გადმოცემული ყველა ის პროექტი, რომელიც ჯიპიაიმ განახორციელა კომპანიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის, იქნება ეს ციფრული სისტემების გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის დახვეწა , თუ დაზღვეულთა კმაყოფილების დონის ასამაღლებელი ღონისძიებები.

ანგარიშგების მიხედვით 2019 წელს კომპანიაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა დასაქმების და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების კუთხით. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ციფრული პლატფორმების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის. ჯიპიაი აქტიური იყო სოციალური პროექტების განხორციელების კუთხითაც. პროექტები ითვალისწინებდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევევებს, როგორიცა გარემოს დაბინძურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, საზოგადოებაში ეკოისტობის ცნების დამკვიდრება. სოციალურ აქტივობებში მთელი კომპანია იყო ჩართული. ჯიპიაის თანამშრომლები იმ ადამიანებს დაეხმარნენ ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: "ჩვენთვის, როგორც ევროპული სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანიისთვის, საქმიანობის გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ამიტომ უკვე მესამე წელია, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, არაფინანსურ ანგარიშსაც ვაბარებთ საზოგადოებას. ამ დოკუმენტის საშუალებით ჩვენს დაზღვეულებს, პარტნიორებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჯიპიაის საქმიანობის და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. ვამაყობთ გასულ წელს განხორციელებული თითოეული პროქტით, ჯიპიაიმ, როგორც ლიდერმა სადაზღვევო კომპანიამ მნიშნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. "

"ჯიპიაი ჰოლდინგი" reportal.ge-ზე მმართველობით ანგარიშგებას 2017 წლიდან აქვეყნებს. ეს კომპანიის რიგით მესამე დოკუმენტია, სადაც ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს. სურვილის შემთხვევაში ანგარიშგების ვებგვერდზე Reportal.ge და GPIH.GE 2017-2018 წლის დოკუმენტებსაც ნახავთ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა