თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვლადიმერ პუტინი - ტერაქტის შემსრულებელი ოთხივე პირისთვის, წინასწარი მონაცემებით, უკრაინულ მხარესთან ერთად, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადაკვეთისთვის

ნახვები: 569 ვლადიმერ პუტინი - ტერაქტის შემსრულებელი ოთხივე პირისთვის, წინასწარი მონაცემებით, უკრაინულ მხარესთან ერთად, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადაკვეთისთვის

ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი, ვინც ისროდა და ხოცავდა ხალხს, იპოვეს და დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, სულ დაკავებულია 11 ადამიანი.

„მოსკოვსა და მის შემოგარენში, ქვეყნის ყველა რეგიონში დაწესებულია დამატებითი ზომები ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებებისთვის. ახლა მთავარია, არ მივცეთ საშუალება ამ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის უკან მდგომთ, ჩაიდინონ ახალი დანაშაულები. რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებასა და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგებს, ამჟამად შეგვიძლია, ვთქვათ შემდეგი, ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი, ისინი, ვინც ისროდა და ხოცავდა ხალხს, იპოვეს და დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის. სულ დაკავებულია 11 ადამიანი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, სხვა სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ტერორისტული ბაზისთვის ხელშემწყობთა იდენტიფიცირებისა და გამოვლენისთვის, ვინც უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტით, ინიშნავდა უკან დახევის გზებს, ამზადებდა იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავებს.

„საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ დანაშაულის ყველა დეტალის დასადგენად, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ დეტალურად და ცინიკურად დაგეგმილი ტერაქტის, არამედ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ მომზადებული და ორგანიზებული მასობრივი მკვლელობის წინაშე ვდგავართ. დამნაშავეები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მიდიოდნენ ზუსტად იმისთვის, რომ დაეხოცათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, როგორც ეს ოდესღაც ნაცისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაწყვიტეს საჩვენებელი დასჯის მოწყობით.

ამ დანაშაულის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, დამკვეთს სამართლიანი და გარდაუვალი სასჯელი ელოდება. ჩვენ დავადგენთ და დავსჯით ყველას, ვინც დგას ტერორისტების უკან, ვინც მოამზადა ეს სისასტიკე, თავდასხმა რუსეთზე, ჩვენს ხალხზე. ვიცით, რა არის ტერორიზმის საფრთხე, ჩვენ თანამშრომლობის იმედი გვაქვს ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომლებიც გულწრფელად იზიარებენ ჩვენს ტკივილს. მზად ვართ, რეალურად საქმეში გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო მტრებთან ბრძოლაში, საერთაშორისო ტერორიზმთან, მისი ყველა გამოვლინებით. ტერორისტები, მკვლელები, ადამიანები არ არიან, მათ ეროვნება არ აქვთ და ერთი ბედი ემუქრებათ – შურისძიება და დავიწყება. მათ მომავალი არ აქვთ. ახლა ჩვენი საერთო ვალია, ვიყოთ ერთად, მჯერა ასეც იქნება, რადგან არავის შეუძლია, შეარყიოს ჩვენი ერთიანობა და ნება, მონდომება და გამბედაობა, ერთიანი რუსეთის ხალხის ძალა. რუსეთს არაერთხელ გამოუვლია ურთულესი და გაუსაძლისი განსაცდელი, თუმცა უფრო ძლიერდებოდა, ახლაც ასე იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა