კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი მედვედევი „კროკუს სითიზე” თავდასხმაზე - ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად წარმოშობის ქვეყნისა და სტატუსისა, ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა

ნახვები: 577 დიმიტრი მედვედევი „კროკუს სითიზე” თავდასხმაზე - ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად წარმოშობის ქვეყნისა და სტატუსისა, ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია შურს იძიებს „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპული და დაშავებული თითოეული ადამიანისთვის და თავდასხმის ყველა მონაწილე, განურჩევლად წარმოშობის ქვეყნისა და სტატუსისა, ლეგალური და მთავარი სამიზნეა.

"ცათა სასუფეველი ყველა უდანაშაულოდ მოკლულს! ჩვენ შურს ვიძიებთ ყველასთვის და ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად წარმოშობის ქვეყნისა და სტატუსისა, ამიერიდან ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა, ელოდეთ, ნაძირლებო", - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა