კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე „ვეტინგზე“ - ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში, ქართველების მიერ

ნახვები: 592 მამუკა მდინარაძე „ვეტინგზე“ - ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში, ქართველების მიერ

ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული. თუ ვინმე მოიტანს რაიმე სახის არგუმენტს, რაიმე სახის მტკიცებულებას, რომ დამატებითი შემოწმება სჭირდებათ ქართველ მოსამართლეებს, მაშინ შეიძლება ჩვენ ამ თემას დავუბრუნდეთ, მაგრამ ეს თემა არის დახურული და ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოში ქართული შტოების შესახებ, არა მხოლოდ ხელისუფლების შტოების, ზოგადად საქართველოს შესახებ, გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში, ქართველების მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, ყველა პარამეტრით საშუალო ევროპულ დონეს უთანაბრდება და კანდიდატ ქვეყნებს შორის წამყვან ადგილს იკავებს.

„ჩვენთვის მიუღებელია, ის დამოკიდებულება, რომ უცხო ქვეყნის, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ნებისმიერი წარმომადგენლის მიუხედავად, დაუშვებელია, რომ ამ ქვეყანაში შემოწმება თუ სხვა სახის გადაწყვეტილება მიიღოს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. გამორიცხულია, დაუშვებელია და ეს არის ცუდი პრეცენდენტი ზოგადად. ჩვენ ვერ მივბაძავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ დამოკიდებულებით, მაგალითად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული პუნქტით ჩამოგვრჩებიან. ჩვენ ვართ ძალიან თამამები ჩვენ გადაწყვეტილებებში, რადგან ნებისმიერ გამოკითხვაში და კვლევაში ჩვენი ქვეყანა სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილებების სიმყარის და ა.შ. ნებისმიერი პარამეტრით საშუალო ევროპულ დონეს ვუთანაბრდებით და კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებითაც. შესაბამისად ჩვენთვის მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ნებისმიერი სტატუსის მიუხედავად შეამოწმონ ქართველი მოსამართლეები“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა