კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი მეზობელმა დაჭრა

ნახვები: 561 ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი მეზობელმა დაჭრა

თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.

დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა, ეკატერინე მიქელაძემ განაცხადა.

„ინგოროყვას გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში 22:00 საათზე შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, 27 წლის, რომელსაც სხეულის მიდამოზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის შემავალი სისხლმდენი ჭრილობები. ჭრილობები ბლაგვი საგნით არის მიყენებული. შემოსვლისას ჩატარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ამ ეტაპისვის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. გრძელდება დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები, დაკვირვება. ის რჩება გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში“, – განაცხადა ეკატერინე მიქელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა