Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღდმეგ სამი წლის განმავლობაში გრძელდება, არის შოუ-მამუკა ხაზარაძე

ნახვები: 356 ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღდმეგ სამი წლის განმავლობაში გრძელდება, არის შოუ-მამუკა ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ხაზარაძემ ჟუნრალისტებს განუცხადა, საქმე ეხება არა მათ საქმეს, არამედ ქვეყანას, რომელსაც აუცილებლად დააყენებენ ფეხზე.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღესასწაულები. როგორადაც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო. წააგო, რადგან ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა, მეტი მოტივაცია მოგვცა, გავაგრძლოთ ბრძოლა, რათა ქვეყანაში დამთავრდეს პოსტსაბჭოური მენტალიტეტი, ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი მართმსაჯულება.

ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღდმეგ სამი წლის განმავლობაში გრძელდება, არის შოუ, რათა გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია - სიღატაკე, გაჭირვება, ემიგრაცია. დროა, თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე გონს მოვეგოთ და ვთქვათ, რომ ამ შოუებით კი ვერ გავალთ ფონს, არამედ რეალურად ამ ქვეყანას სჭირდება სერიოზული ცვლილებები, სერიოზული რეფორმები და გამოსავალი იმ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც ქვეყანა ჩავარდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, გუშინწინ ჩამოვედი, სამი დღით ვიყავი დუბაიში და მინდა, გითხრათ, რომ ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნდა ქვიშა, არ გააჩნდა წყალი, დღეს არის წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში. ჩვენ ღმერთის წყალობით, წყალიც გვაქვს, ქვიშაც, მიწაც, ყველანაირი ზონა აგროკულტურისთვის, მთა, ბარი, ტბა, მდინარე, ზღვა და ვართ უღარიბესი ქვეყანა, რადგან ასეთი სისტემაა ქვეყანაში, ასეთი სასაამართლოა, ესეთი პროკურატურაა და ასეთი უსამართლობაა ამ ქვეყანაში. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ბრძოლა გაგრძელდება, დანარჩენ შედეგს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყანას აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა