თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ 2000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას ეუბნება, რომ „ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ“

ნახვები: 500 პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ 2000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას ეუბნება, რომ „ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ“

„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, თქვენ არც მართლმადიდებლები ხართ, არც ქრისტიანები ხართ, არავინ ხართ და ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ - ეს არის მავნებლობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარია.

„მამუკა მდინარაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ხალხს, როცა თქვეს, რომ ახლა ჩვენ თუ არ დაგიცავთ თქვენ, თქვენს ოჯახებს, ისე საქართველოს წალეკავს გარყვნილება. ეს არის ქრისტიანული ქვეყნის შეურაცხყოფა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არის პოლიტიკურად გაკოტრებული და ცდილობს, ცრუ დილემის შექმნით, შექმნას ხელოვნური არგუმენტი "ქართული ოცნების" ასარჩევად. სისულელეა, ვინც მოიგონა ეს ყველაფერი და ეს მოქმედებს საქართველოზე ძალიან ნეგატიურად.

ის, რომ ინცესტისგან გვიცავს "ქართული ოცნება" ქართველებს, 2 000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას, ეს არის მავნებლობა, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს 2 000-წლოვან კულტურას, ტრადიციას და ქვეყანას. ქართული ოჯახების შეურაცხყოფაა ამის ჩაწერა კონსტიტუციაში და კანონში. ესენი არიან მავნებლები, ვინც მოიგონა," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა