კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პენტაგონი - აშშ მზადაა, დაიცვას ნატო-ელი მოკავშირეები თავდასხმის შემთხვევაში

ნახვები: 533 პენტაგონი - აშშ მზადაა, დაიცვას ნატო-ელი მოკავშირეები თავდასხმის შემთხვევაში

აშშ მზადაა, შეასრულოს ნატო-ს ვალდებულებები და დაიცვას თავისი მოკავშირეები თავდასხმის შემთხვევაში, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, საბრინა სინგმა განაცხადა.

"ამ ადმინისტრაციას არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ დავიცავთ ნატო-ს თითოეულ დუიმს, თუ ნატო-ს მოკავშირეს თავს დაესხმებიან - ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა ამის ხილვა- მაგრამ ჩვენ დავიცავთ ნატო-ს თითოეულ დუიმს", - განაცხადა სინგმა, როდესაც რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

მანამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანჯეი სეინამ განაცხადა, რომ ნატო, გავრცელებული ინფორმაციით, განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდების ვარიანტს, თუ ისინი ძალიან მიუახლოვდებიან მის საზღვრებს.

რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 24 მარტს, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს შეიჭრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა