პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პრემიერი - დღეს განსაკუთრებული ემოციური დღე და შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა გვაქვს - მინდა ყველას მივულოცო ისტორიული წარმატება

ნახვები: 626 პრემიერი - დღეს განსაკუთრებული ემოციური დღე და შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა გვაქვს - მინდა ყველას მივულოცო ისტორიული წარმატება

შეუძლებელია იმ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და მთელი ქვეყანა გააერთიანა! - ამ განცხადებით დაიწყო მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სხვადასხვა თაობის ვეტერან ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 30 წლის წინ დაიწყო და 30 წლის თავზე პირველად, უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შევძელით, რაც განსაკუთრებული სიამაყის საგანია.

“დღეს განსაკუთრებული ემოციური დღე გვაქვს - შესაბამისად, გვაქვს განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას გუშინდელი ისტორიული გამარჯვება და ისტორიული წარმატება მივულოცო - მივულოცო ჩვენს ყველა მოქალაქეს, ემიგრანტებს და რაც მთავარია, ამ გამარჯვებას ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავთ!

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინ ისტორია დაიწერა!

მინდა მადლობა გადავუხარო ფეხბურთელებს - ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებმაც გუშინდელ გამარჯვებაში სული და გული ჩადეს. ასევე სამწვრთნელო შტაბს - ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას - პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ვიცე-პრეზიდენტებს. წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რასაც გუშინ მივაღწიეთ.

მინდა ისტორიული გამარჯვება ვეტერან ფეხბურთელებს მივულოცო - მათ ეს გამარჯვება ათწლეულების მანძილზე შექმნეს - ვულოცავ 13 მაისის გმირებს. გამარჯვება მინდა მივულოცო ნაკრების ყველა თაობის ფეხბურთელს - ამ გამარჯვებაში თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულია. გამარჯვება რომელიც გუშინ შევქმენით, მათ მოიტანეს“, - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა