თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ადმირალი როდ ბაუერი - არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს

ნახვები: 618 ადმირალი როდ ბაუერი - არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს

არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი გეგმავს შეჭრას ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაში, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა ლატვიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ნატო-ზე რუსეთის თავდასხმის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს.

„პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ ალიანსი მთლიანობაში უფრო მომზადებული უნდა იყოს“, – განაცხადა რობ ბაუერმა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო საფრთხედ, თუ რუსეთის ფედერაცია პირდაპირ არ დაესხმება თავს ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანას, არამედ გამოიყენებს ე.წ. „სეპარატისტებს“, ნატო-ს ადმირალმა აღნიშნა, რომ, ალიანსის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, თითოეულ ქვეყანას უნდა შეეძლოს თავის დაცვა.

ამასთანავე, რობ ბაუერმა განაცხადა, რომ კიბერაქტივობაც კი სხვა სახელმწიფოს მხრიდან არის საკმარისი მიზეზი ალიანსის მე-5 მუხლის გასააქტიურებლად და მე-5 მუხლის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში. ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე განიხილება თავდასხმად მთელ ალიანსზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა