კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი -გვჭირდება რაკეტები ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად

ნახვები: 619 ვოლოდიმირ ზელენსკი -გვჭირდება რაკეტები ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად

უკრაინას სჭირდება „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები არა რუსეთის, არამედ ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმში რუსული აეროდრომების დაბომბვა აუცილებელია, რადგან სწორედ ამ აეროდრომებიდან უშვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს.

„რუსეთს როდესაც აქვს რაკეტები და ჩვენ არა, ისინი თავს ესხმიან ყველაფერს: გაზს, ენერგეტიკას, სკოლებს, ქარხნებს, სამოქალაქო შენობებს. რუსეთი როდესაც გაიგებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თვითმფრინავების განადგურება, ისინი ყირიმიდან თავს არ დაგვესხმებიან. ეს იგივეა, როგორც საზღვაო ფლოტის შემთხვევა. ჩვენ ისინი გავიყვანეთ ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან. ახლა კი მათ ყირიმის აეროდრომებიდან გავაძევებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესში შიდა დავების გამო უკრაინამ ნახევარი წელიწადი დაკარგა. მისივე თქმით, უკრაინა არ უნდა იყოს პოლიტიკური საკითხი პარტიებს შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა