კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის ანტიტეროროსტული კომიტეტი - დაღესტანში სამი ტერორისტი დავაკავეთ

ნახვები: 568 რუსეთის ანტიტეროროსტული კომიტეტი - დაღესტანში სამი ტერორისტი დავაკავეთ

დაღესტანში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დილით მახაჩკალასა და კასპიისკში ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელობით ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, უსაფრთხოების ორგანოებმა დააკავეს სამი ბანდიტი, რომლებიც გეგმავდა ტერორისტული დანაშაულების ჩადენას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებისას დამნაშავეებისგან ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა და გამოსაყენებლად მზა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მახაჩკალასა და კასპიისკის საცხოვრებელ უბნებში, რამდენიმე ბინაში სპეცრაზს ტერორისტები ჰყავდა დაბლოკილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა