Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ-ბადრი ჯაფარიძე

ნახვები: 389 ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ-ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს რაც საზოგადოებამ ნახა, ეს არის იმ თაღლითობის გაგრძელება, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში.

„მინდა, ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ და დღეს განსაკუთრებით მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ეს ბრძოლა, რასაც ჩვენ გავდივართ, ღირს, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს, არანაირი ფულის გათეთრების, ან რაიმე დანაშაულის. ამიტომ, ახლა რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა შვიდი წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იმავეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ასე რომ, ყველას დიდი მადლობა. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივიყვანთ ბოლომდე, სიმართლე დადგინდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა