სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი-პროკურორი

ნახვები: 373 სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი-პროკურორი

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. სასამართლომ უბრალოდ კვალიფიკაციის ნაწილში სხვა შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას. მივიღებთ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით ამ განაჩენს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღდმდეგ საკმარისი იყო, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებიდანაც გამოჩნდა.

„ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო, ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, სასამართლომ განსხვავებული შეფასება მისცა ჩვენს კვალიფიკაციას და გადაწყვეტილება მხოლოდ შეცვალა კვალიფიკაციის ნაწილში. ჩვენ ჯერ ბუნებრივია არ მიგვიღია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ძალიან მოკლე განმარტება მოვისმინეთ გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამისად რომ მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, სამართლებრივ ნიუანსებს გავეცნობით, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ადასტურებდა ბრალდებულების ბრალეულობას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, დადასტურდა ეს. სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. მტკიცებულებები, რაც გვქონდა წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება გაიზიარა სასამართლომ", - განაცხადა პროკურორმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა