Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„როიტერი“ - ირანმა რუსეთი ტერორისტული თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

ნახვები: 576 „როიტერი“ - ირანმა რუსეთი ტერორისტული თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

ირანმა რუსეთი მოსალოდნელი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„რუსეთში თავდასხმამდე დღეებით ადრე, თეირანმა მოსკოვს ინფორმაცია გაუზიარა შესაძლო დიდ ტერორისტულ თავდასხმაზე რუსეთში, რომელიც იმ დაკავებულთა დაკითხვისას მოიპოვეს, რომლებიც ირანში განხორციელებული დაბომბვის გამო დააპატიმრეს“, – წერს „როიტერი“.

„როიტერთან“ საუბრისას წყარომ აღნიშნა, რომ „მოსკოვისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ იყო სპეციფიკური დეტალები კონკრეტულ დროსა და სამიზნესთან დაკავშირებით“. მისივე თქმით, „ხორასანის ისლამისტ მებრძოლებს ინსტრუქცია ჰქონდათ, მომზადებულიყვნენ რუსეთში მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის. ერთ-ერთმა ტერორისტმა განაცხადა, რომ დაჯგუფების წევრები უკვე რუსეთში გაემგზავრნენ“.

„როიტერის“ კიდევ ერთი  წყარო ამბობს, რომ „რამდენადაც ირანი ბოლო წლებში ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი იყო, ირანის ხელისუფლებამ შეასრულა თავისი ვალდებულება და აცნობა მოსკოვს დაკავებული ტერორისტებისგან მოპოვებული ინფორმაცია“.

ირანის დაზვერვის უწყებაში განაცხადეს, რომ 3 იანვარს ქერმანში განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის გამო, რომელსაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 35 ადამიანი დააკავეს. რამდენიმე დღეში კი, 19 იანვარს, მათ ისლამური სახელმწიფოს ავღანური ფილიალის ხორასანის მეთაური აიყვანეს. ირანში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ ხორასანის ფრთამ აიღო, ისევე როგორც, მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა