კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირანის საგარეო უწყება დამასკოში სარაკეტო დარტყმაზე - ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა

ნახვები: 633 ირანის საგარეო უწყება დამასკოში სარაკეტო დარტყმაზე - ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა

ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა, - ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას სიონისტურ ორგანიზაციას ვაკისრებთ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ დანაშაულების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.

ირანული მედიის ცნობით, სირიაში ირანის საკონსულოს შენობაზე ისრაელმა სარაკეტო დარტყმა განახოციელა, რის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მოჰამედ რეზა ზაჰედი დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა