კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გუშინდელი გადაწყვეტილება არის სამართლებრივი აბსურდი-სალომე სამადაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ნახვები: 361 გუშინდელი გადაწყვეტილება არის სამართლებრივი აბსურდი-სალომე სამადაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ოპოზიციინერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა „ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელება იქნება.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, გუშინ საზოგადოებამ სასამართლოში სრული სამართლებრივი აბსურდი იხილა.

„ამ აბსურდის საფუძველზე პარლამენტი თუ აპირებს, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე სერიოზულად იმსჯელოს, ეს მმართველი გუნდის მხრიდან პირდაპირ იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაგრძელებული დევნა, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს „ქართულმა ოცნებამ" გააკეთოს, რადგან ის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება ერთად მოვისმინეთ, აზიანებს ხელისუფლებას, დააზიანა საერთაშორისო რეპუტაცია და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, როგორი სასამართლო გვაქვს. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი ამ საქმეს საბოლოოდ აუცილებლად მოიგებენ, მათ შორის, თუ დასჭირდათ - სტრასბურგში.

გუშინდელი გადაწყვეტილება არის სამართლებრივი აბსურდი, რომელიც ქრესტომათიული მაგალითი გახდება იმის, თუ როგორ იყენებდა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემას საკუთარი დღის წესრიგისთვის. მისი ამოცანა იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება რუსეთის პირდაპირი მოთხოვნით, რაც განხორციელდა კიდეც. ქვეყანაში სამი პოლიტიკური პატიმრის გაჩენის ფუფუნება არ ჰქონდა ხელისუფლებას, რომლის საერთაშორისო ავტორიტეტი განადგურებულია. ამიტომ სასამართლოს დაავალეს, სამართლის მასხრად და აბუჩად აგდება მოეხდინა, როცა მუხლი შეცვალეს", - განაცხადა სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა