რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

კახა კალაძე - N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

ნახვები: 578 კახა კალაძე - N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

„6 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ეს მარშრუტებია: N313, N320, N323, N326 და N372. N313-ის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 13 წუთამდე, N320-ის - 8 წუთამდე, N323-ის - 11 წუთამდე, N326-ის - 18 წუთამდე, N372-ის შემთხვევაში კი - 12 წუთამდე. ჩვენთვის ეს საკმაოდ მნიშნელოვანია, რადგან გვქონდა პრობლემური ადგილები, სადაც ადამიანებს უწევდათ 30-40 წუთი ლოდინი. ვცდილობთ, სწორედ ასეთ არეალებში დავამატოთ ავტობუსები და მოცდის დრო შევამციროთ. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა