კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა და პირველმა ახსენა რუსული კანონპროექტი, სამწუხაროდ, ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას

ნახვები: 561 შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა და პირველმა ახსენა რუსული კანონპროექტი, სამწუხაროდ, ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას

საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და პარტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, განცხადებებმა, რომელიც გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს ეხებოდა, ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას.

„ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა, პირველმა მან ახსენა „რუსული“ ამ კანონთან დაკავშირებით, რაც იყო ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამწუხაროდ, ცუდი როლი შეასრულა და ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას. ავიღოთ ერთ-ერთი სკანდალი, რომელიც ეხებოდა ჯარიმების დაფარვას, „დემოკრატიის ინიციატივა“ იყო, მგონი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვებგვერდზე USAID-ის ლოგო იყო და მან მოახსნევინა ლოგო. შემდეგ გააჩინეს „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ლოგო. აღმოჩნდა, რომ თურმე იქიდან ფინანსდებოდა. მანამდე მალავდნენ. საქმე რომ გასკდა, რომ ჯარიმები ფინანსდებოდა, შემდეგ მოუწიათ აღიარება, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ იყო შემოსული. ეს ფონდები რასაც აკეთებენ, არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, რომელიც ჩვენ ვართ. საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და პარტიებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა