Road accident involving Ukrainian bus in Hungary injures 19, two in serious condition
Zelensky: Ukrainian Navy holding the line on water, land, and in the sky
Ukrainian air defense neutralizes 117 of 157 drones launched by Russia overnight
War update: 200 clashes on front lines in past 24 hours, fiercest fighting in Pokrovsk, Lyman sectors
Russia’s military casualty toll in Ukraine up by 1,180 in past day
Russia exploits AI in circulating propaganda - Ukraine intel
Enemy tactics in Sumy region failing – SBGS spokesperson
Ukrainian drone with laser targeting approved for use by Ukraine’s Defense Forces

ლევან დავითაშვილი - 2024 წელს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორს შევარჩევთ და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ

03.04.2024 ნახვები: 479

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია იმ რეალური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა, რაც საქართველოს რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს. ამ კუთხით განსაკუთრებულ დატვირთვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი იძენს, რომელიც გეგმის მიხედვით ვითარდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წელს შეირჩევა ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი, ასევე, დაიწყება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - საერთაშორისო ტენდერი საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად უკვე გამოცხადებულია.

„სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით - სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ავიაციის სექტორში. კერძოდ, მისი თქმით, 2024 წელს იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს 18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელსვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამასთან, ქუთაისშივე აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაერო-სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით. გარდა ამისა, 2024 წელს შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, გრძელდება შიდა ფრენების სტიმულირება, ასევე შიდა აეროპორტების მშენებლობა - განვითარება. კერძოდ, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობის დაწყება და სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობის დაწყება.

„2023 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. საქართველოს აეროპორტები ჯამურად 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ამასთან, გასულ წელს რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. 2023 წელს, 6%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც. დაგეგმილი აქტივობების კვალდაკვალ მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურება რეკორდული რაოდენობის - 7 მილიონამდე მგზავრის, რაც 14%-იანი ზრდაა 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ფუნქციის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა