კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს-მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

ნახვები: 422 თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს-მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი, ვაპირებ, შევხედო თვალებში ქართველ ხალხს, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს.

მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლემ მიმართა, რომ პატივი ეცა სასამართლოსთვის და საუბრის დროს მიემართა მოსამართლისთვის და არა დარბაზში მყოფი პირებისთვის.

„თქვენ ჩემთვის არავინ არ ხართ საერთოდ. მივმართავ ქართველ ხალხს, რომლის წინაშე წარვდექი აქ და ვერავინ გამაწყვეტინებს სიტყვას. თუ გამაწყვეტინებთ, შემდეგ ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს. მე სად ვბრძანდები, ძალიან კარგად ვიცი, ეს სხდომის დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, რომელიც თქვენ უკან არის, ჩემი გაკეთებულია, ეგ სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია. ქალბატონო, მე თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს უკაცრავად, მე მივმართავ ქართველ ხალხს", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საქმის მოსამართლეს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დარბაზში მსხდომებს მიმართა, „თუ გამოიცნობენ, რისთვის ზის ციხეში". საააკშვილი მიიჩნევს, რომ იგი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამო დააპატიმრეს.

„ნიკა გვარამია მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევა, მათ შორის არის „ყველაზე ჭკვიანის" წამყვანი. თქვენ იცით, რომ გუშინ და გუშინწინ ბრიუსელში იმართებოდა ნატო-ს სამიტი, ნატო-სა და რუსეთის შეხვედრა, ჟენევაში და ბრიუსელში, სადაც რუსეთი მოითხოვდა, ამოიეღოთ ის ფორმულირება, რომელიც მე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ, ამერიკელების დახმარებით 2009 წელს გავიტანეთ ბუქარესტში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრი. მინდა, განსაკუთრებით ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა, როგორ გგონიათ, რატომ ვიმყოფები მე დღეს ციხეში: კოსტიუმების ყიდვის გამო, საქართველოში არალეგალურად შემოსვლის გამო და მესამე ვარიანტი ეს არის იუშენკოს აბანოში მომსახურების გამო და შამპუნის ფასის გამო,. მეოთხე ვარიანტი არის ბუქარესტის სამიტის ფორმულირების და იმის გამო, რომ საქართველო არ ჩავაბარეთ რუსეთს 2008 წელს. აბა, ამ ოთხიდან ერთი გამოიცანით, რის გამო იმყოფება დღეს სააკაშვილი, ბუქარესტის ფორმულირების ავტორი, პატიმრობის ქვეშ. ყველაფერს იგლეჯს პუტინი, რომ ეს ფორმულირება გააუქმო. ეტყობა, რაღაცისთვის მიმიღწევია ჩემს ცხოვრებაში, არა? მახსოვს უძილო სამი ღამე ბუქარესტში, როდესაც ერთად ვიბრძოდი პრეზიდენტ ბუშთან, პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად გერმანელებისა და ფრანგების წინააღმდეგ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა