კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილს - ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!

ნახვები: 534 დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილს - ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!

ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!- ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დასვით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

უსუფაშვილმა პარლამენტის სპიკერს ურჩია, სხდომის გუშინდელი ჩანაწერი გადაახვიოს და მომხდარ არეულობაზე საკუთარი წვლილი შეაფასოს.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგმართავთ, გთხოვთ, გირჩევთ, გადაახვიეთ გუშინდელი სხდომა და ნახეთ, პერსონალურად თქვენი წვლილი რამხელა იყო იმ არეულობაში. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყოველ ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ და დაადგინოთ: „თქვენთვის ეს შეიძლება, თქვენთვის არა, ის თუ გამოვა და ილაპარაკებს სამი წუთი სხვა თემაზე, არა უშავს, თქვენ ხმას არ ამოგაღებინებთ, მიკროფონს გაგითიშავთ!“ გუშინ ჩვენი ერთი კოლეგა აქედან გააძევებინეთ და მანამდე თქვენი სხვა კოლეგები რას შვრებოდნენ, სადამდე იყვნენ შესული აგრესიული რიტორიკით და ხელების ქნევით, ეს ვერ შენიშნეთ. გადაახვიეთ და ნახავთ თქვენი წვლილი რამხელაა ამაში!“- განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის მიმართვას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარის ხვედრი რთულია“.

„რთულია, ბატონო დავით, თავმჯდომარის ხვედრი. რა ვქნათ, ჩვენც ხანდახან გვჭირდება მეტი ძალისხმევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა