თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირი სომხეთს შემდეგი 4 წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს

ნახვები: 561 ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირი სომხეთს შემდეგი 4 წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოხარული ვარ სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრას ვუმასპინძლო. პირობას ვასრულებთ, რომელიც გასულ ოქტომბერს დავდეთ. პირობა, რომ მხარში დავუდგეთ სომხეთს და ამავდროულად პირობა, რომ ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის ხედვა დავსახოთ და დღეს ამაზე ვისაუბრებთ.

ეს ხედვა ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება სომხეთისთვის გამძლეობისა და ზრდის გეგმით. 270 მილიონი ევრო გრანტებით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ინვესტირებას გავაკეთებთ, რომ სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება უფრო ძლიერი და შოკებისადმი უფრო გამძლე გავხადოთ. მხარს დავუჭერთ თქვენს ბიზნესებს, თქვენს ტალანტებს, განსაკუთრებით თქვენს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ დაეხმაროთ ზრდაში, ინოვაციებსა და ახალი ბაზრებისადმი წვდომაში.

ინვესტირებას გავაკეთებთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელში, რომელიც შესაძლებლობებით სავსე ტრანსმისიის გზაა. მას განსაკუთრებით შეუძლია სუფთა, განახლებადი ენერგიის ევროპაში მიტანა. მზად ვართ მას მხარი დავუჭიროთ. პარალელურად გავაგრძელებთ სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მიესალმება სომხეთის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ „არსებული გამოწვევების მიუხედავად“ განახორციელა.

„ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად მიიღო. განსაკუთრებით, რათა უზრუნველეყო, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები რუსეთის სამხედროების ხელში არ აღმოჩნდება. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა