კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

36 გარდაცვლილი და 5 567 ახალი შემთხვევა-14 იანვრის კოვიდსტატისტიკა

ნახვები: 360 36 გარდაცვლილი და 5 567 ახალი შემთხვევა-14 იანვრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 661 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 60 753 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 34 092, „პისიარ" ტესტით - 26 661.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 9,16%, ბოლო 14 დღის - 9,14%, ბოლო შვიდი დღის - 9,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 984 802 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 924 072 გამოჯანმრთელდა, 14 395 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 596 549 აცრა, დღიურად აცრილია 6 864.

კარანტინის რეჟიმშია 68, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 379 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 077 პირი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა