Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რუსთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქუტრას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა

ნახვები: 515 რუსთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქუტრას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა

რუსულმა ძალებმა 6 აპრილის საღამოს ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რამაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, მათი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის დროს ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ და საბრძოლო სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ.

”გუშინ გვიან საღამოს მტერმა ოდესისკენ რაკეტა, სავარაუდოდ, „ისკანდერ-მ“, გაისროლა, რომელიც პორტის ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული,” - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტით დღის განმავლობაში ორჯერ დაარტყა.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა დროულად ჩააქრეს. დანგრეულია ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები. დაშავდა ერთ-ერთი მიმდებარე საწარმოს თანამშრომელი.

„შუაღამისას მტერმა განაგრძო ტერორი და შეტევა უკვე სხვა მიმართულებით, Shahed-131/136 ტიპის დრონებით განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალების თითქმის სამ საათიანი საბრძოლო მოქმედების დროს დნეპროპეტროვსკის ცაზე 11 დრონი განადგურდა. ჩამოგდებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმს რამდენიმე შენობა და ავტომობილი დააზიანა“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა