ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თიბისის ტექსკოლის გაზაფხულის ნაკადმა სწავლა დაიწყო

ნახვები: 490 თიბისის ტექსკოლის გაზაფხულის ნაკადმა სწავლა დაიწყო

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, სადაც გაზაფხულის სემესტრზე, მთელი საქართველოდან, 636 უფროსკლასელმა დაიწყო სწავლა. აქ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მთელი საქართველოდან დაეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და შეიძენენ უნარებს, რომლებიც მომავალ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. 

ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ტექსკოლის მონაწილეები ისწავლიან.

თიბისიმ ტექსკოლა გასულ წელს, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან, 1200-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

„მიმდინარე სემესტრში გავითვალისწინეთ მოსწავლეების სურვილი და ახლა, ტექსკოლაში ჩაბარება, უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით შეუძლიათ მოსწავლეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნაკადის მონაწილეთა 15%-მა უკვე გაიარა ტექსკოლის კურსები და ამ სემესტრში ტექნოლოგიების სხვა მიმართულების კურსებს აქვე ეუფლებიან. თიბისი, არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებით, მომავალშიც გააგრძელებს ახალი თაობის აქტიურ მხარდაჭერას.“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი.

სხვადასხვა პროექტების განხორციელებით თიბისი ყოველთვის ზრუნავდა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. 2023 წელს კი ახალი თაობის შთაგონება, მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა