კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

ნახვები: 541 მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონის მიღების შედეგად 145 ათასს ფიზიკურ პირს ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.

კობახიძემ გადაწყვეტილების მომზადებისთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე მივიღეთ.

დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომელთაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ. გამომდინარე აქედან, მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოვწეროთ დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

145 ათასს ჩვენს თანამოქალაქეს ექნება საშუალება, რომ ეკონომიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს, რაც ეკონომიკის განვითარებას წაადგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა