კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთში ნატო-ს სახმელეთო ჯარების შტაბბინა შეიქმნება

ნახვები: 510 ფინეთში ნატო-ს სახმელეთო ჯარების შტაბბინა შეიქმნება

ფინეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების შტაბ-ბინის გახსნა იგეგმება.

ფინური გამოცემა Iltalehti-ის ინფორმაციით, ფინეთში ნატოს ძალების შტაბ-ბინის შექმნის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილ გრამმა განაცხადა.

"მოველით, რომ ვიქნებით ერთიანი რეგიონული თავდაცვის გეგმის ნაწილი და ერთი მეთაურობის ქვეშ. შესაბამისად, გვექნება ერთიანი თავდაცვა და შეკავება“, – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

Iltalehti-ს ცნობით, შტაბ-ბინა ფინეთის სამხრეთში, ქალაქ მიკელში განთავსდება და აშშ-ის ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაემორჩილება. გეგმის თანახმად, ახალ შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან 376 ოფიცერს გააგზავნიან.

მედიის ინფორმაციით, ახალი შტაბ-ბინის საკითხი, სავარაუდოდ, ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც დადგება დღის წესრიგში.

შეგახსენებთ, ფინეთი ნატოს 31-ე წევრი 2023 წლის აპრილში გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა