ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სანდრო რაქვიაშვილი - ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, აქედან „გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა“, იქიდან „რუსული, რუსული“ - არავის აწყობს დეტალური განხილვა

ნახვები: 558 სანდრო რაქვიაშვილი - ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, აქედან „გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა“, იქიდან „რუსული, რუსული“ - არავის აწყობს დეტალური განხილვა

„ქოცები“ და „ნაცები“ უარს ამბობენ შინაარსობრივ დისკუსიაზე და მიდის სიტყვების რახარუხი - ხან „პლაკატებით“ ბრძოლა ჩნდება, ხან „პოსტებით“ - ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა არც მმართველი გუნდისთვის არის ხელსაყრელი და არც ოპოზიციისთვის.

როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, კანონპროექტის დეტალური განხილვა რომ დაიწყოს, აღმოჩნდება, რომ ის ამერიკის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, სადაც ძირითადი დაპირისპირებული მხარეები - „ქოცები“ და „ნაცები“ ფაქტობრივად, უარს ამბობენ შინაარსობრივ დისკუსიაზე და უბრალოდ, მიდის სიტყვების რახარუხი. აქედან „გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა“, იქიდან „რუსული, რუსული“ და ცდილობენ, თავისი ამომრჩეველი ამ პრიმიტივამდე დაიყვანონ. შინაარსობრივად არავის აწყობს დეტალური განხილვა, იმიტომ, რომ დეტალური განხილვა რომ დაიწყოს, აღმოჩნდება, რომ ეს არა გამჭვირვალობაზე, არამედ ამერიკის წინააღმდეგაა მიმართული. მეორე მხრივ, NGO-ები პოლიტიკაში არიან ჩართული და ამ ლოგიკით, მაშინ მართლა NGO-ებმა უნდა აკონტროლონ... რადგანაც არც ერთ მხარეს არ აქვს მწყობრი პოლიტიკური პოზიცია, ამ პრიმიტივზე გადადიან. შედეგად, უბრალოდ, ხან პლაკატებით ბრძოლა ჩნდება, ხან პოსტებით. ეს არაფერ შუაში არ არის დისკუსიასთან. მე მგონი, ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“ უფრო დიდი უპირატესობა აქვს, იმიტომ, რომ მეტი რესურსი აქვს. იმედია, ოპოზიცია გადაერთვება შინაარსობრივ დისკუსიაზე, რომ ამ რესურსს არგუმენტი დაუპირისპიროს და არა ემოცია,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა