კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - გიორგი ქოჩორაშვილი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და გაიტანს კიდევ, პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“ მაინც გვეყვარება

ნახვები: 664 მამუკა მდინარაძე - გიორგი ქოჩორაშვილი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და გაიტანს კიდევ, პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“ მაინც გვეყვარება

მე ჯერ გეტყვით შვილზე, ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო ამასთან დაკავშირებით - ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდე ამის შემდეგ, რომ პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“ მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამის“ გვერდზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელის მამა ნამდვილად გიორგი გახარიას პარტიის წევრია, ის დაეთანხმება პარტიის გენერალური მდივნის შეფასებას, რომელმაც აღნიშნა, რომ როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“.

„ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა და ისეთი ისტორია შექმნა, მომავალში პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“, არასწორი მესიჯი გაახმოვანოს, ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, მე პირადად მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. ხომ არ გაუხმოვანებია, როგორც გავიგე, დისშვილის ფოტო დადო, რაც მინიშნებად მიიღეთ და აჟიტირდით მთელი „ნაცმოძრაობა“, მაგრამ მართლა მინიშნება რომ ყოფილიყო, მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე პერსონალურადაც და ნაკრების ყველა ფეხბურთელისაც. ვიღაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ვიღაც არ იქნება, საერთოდ არ მაინტერესებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჟურნალისტებს, მათ შორის, იმ სიბინძურეში, რასაც „შავი ფულისთვის“ ბრძოლა ჰქვია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ხალხს ნუ გავრევთ!

რაც შეეხება კახას [კალაძე] ნათქვამს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, რომ მაშინ „ნაცმოძრაობაა“, კი“,- განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა