თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრემიერი - ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს რეკომენდაციების ფარგლებში - იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს

ნახვები: 549 პრემიერი - ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს რეკომენდაციების ფარგლებში - იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს

ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს, ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში. იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურმა კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება.

„1990-იანი წლებიდან მოყოლებული, გერმანიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და მის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. გერმანიამ ასევე განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩვენი, ახალგაზრდების მხარდაჭერაში.

იმ პირებს, ვინც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, განათლება მიეღოთ და გაეღრმავებინათ გერმანიაში. როგორც მე, ასევე იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარემ და რიგმა პოლიტიკოსებმა განათლება მიიღეს გერმანიაში. გერმანიაში ვისწალეთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია არის უზენაესი ძირითადი პრინციპები, რომელიც დაცვას საჭიროებს და უნდა განსაზღვროს ჩვენი სამომავლო განვითარება.

მადლიერი ვართ, გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოსი, მისი მეტად ღირებული მხარდაჭერისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ბერლინი პირველი ევროპული სახელმწიფოა ბრიუსელის შემდეგ, რომელსაც მე, საქართველოს პრემიერის რანგში ვსტუმრობ.

საქართველოს და გერმანიას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. გერმანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში. ჩვენი შეხვედრის დროს, მადლობა გადავუხადე ფედერალურ კანცლერს მისი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც გერმანიამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიულ მომენტში გაუწია, რაც გასული წლის დეკემბერში აისახა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში.

დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ევროპული ღირებულებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს, ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს. საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ბატონმა ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა.

ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ლანდშაფტზე.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე გერმანიის მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე.

საქართველო გერმანიისთვის წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორს ამ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და მშვიდობის დამყარების პროცესში, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია“,- აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა