თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"ნაციონალური მოძრაობა" - "ქართული ოცნება" პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ თავდასხმას აგრძელებს - ეს იქნება მორიგი ფუჭი საქმე

ნახვები: 554 "ნაციონალური მოძრაობა" - "ქართული ოცნება" პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ თავდასხმას აგრძელებს - ეს იქნება მორიგი ფუჭი საქმე

"ქართული ოცნება" პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ თავდასხმას აგრძელებს. ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“ განმარტებით, „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტი ავრცელებს სიცრუეს, რომლის მიზანიც ცილისმწამებლური ტალახის სროლა და "რუსული კანონის" წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობაა.

„პროპაგანდისტული ტელევიზიის "პოსტ ტვ"-ის გამორჩეულად უტიფარი, ყალბისმქნელი ნათია ბერიძე სრულ სიცრუეს ავრცელებს, რისი მიზანიც ცილისმწამებლური ტალახის სროლა და "რუსული კანონის" წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობაა.

მის ამ სიცრუეს, რა თქმა უნდა, არ გამოვეხმაურებოდით, რომ არ ვიცოდეთ, რომ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაციაა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროვოკაცია ამავე ტელევიზიის, ამავე ჟურნალისტის მიერ ზუსტად ერთი წლის წინ უკვე განხორციელდა, რასაც ფარდა მაშინვე აეხადა. თუმცა იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავი უწყებები და „კლანის“ მიერ მართული სასამართლო ოლიგარქის დაკვეთების შემსრულებელია, ნათია ბერიძემ არც ცრუ დასმენის გამო აგო პასუხი და სასამართლოს ერთი სხდომაც კი არ ჩაუტარებია "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ დიმიტრი ჩიქოვანის მიერ შეტანილ სარჩელზე.

შესაბამისად, ვიცნობთ რა „ოცნების“ ხელისუფლების რუსულ ხრიკებს, ცხადია, შსს, სუს-ი და პროკურატურა ნათია ბერიძის ბოდვას აქცევს სისხლის სამართლის საქმედ, დაიწყება დაკითხვებზე დაბარებები და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ფუჭი საქმე და სახელისუფლებო ბინძურ პროპაგანდას ყოველ ჯერზე სათანადო პასუხი გაეცემა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა