კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხელისუფლება იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ დანაშაულებრივ გულგრილობას იჩენს-თამარ კორძაია

ნახვები: 357 ხელისუფლება იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ დანაშაულებრივ გულგრილობას იჩენს-თამარ კორძაია

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, გამოძიება დაიწყონ არა მხოლოდ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში" მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტზე, არამედ ყველა ნიუანსზე, რაც უკავშირდება თბილისის ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებული ადამიანების განსახლების საკითხს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კორძაიამ განაცხადა, უნდა გაირკვეს, ხელისუფლების დანაშაულებრივ გულგრილობაში ვინ უნდა იყოს ბრალდებული.

თამარ კორძაია ასევე მიმართავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს, პირად კონტროლზე აიყვანოს როგორც მომხდარი ფაქტი, ასევე დევნილების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.

„თბილისის დასახლებაში, დევნილების საცხოვრებელ შენობაში მომხდარი ფაქტი ჩემთვის გაცილებით მტკივნეულია, რადგან დევნილობის პერიოდში არაერთი წელი სწორედ იმ სასტუმროში ვცხოვრობდი, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა. ბევრი საკითხია შესასწავლი და გასარკვევი, რადგან წლების განმავლობაში ხელისუფლება იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ დანაშაულებრივ გულგრილობას იჩენს. ასევე ვნახეთ აფხაზეთის მთავრობის მეთაურის დამოკიდებულება ამ ადამიანეების მიმართ. ის ასე ესაუბრება იმ ადამიანებს, ვინც ომი და მთები გამოიარეს სიცივესა და ყინვაში. მათ დღეს ისევ სიცოცხლის რისკი უდგათ. ვერც ერთი ნორმალური ადამიანი, ვინც მათ საცხოვრებელ პირობებს ნახავს, ამის ყურებას ვერ გაუძლებს, რადგან იქ არის ღირსების შემლახველი საშინელი პირობები. 2001 წლის მიწისძვრის შემდეგ, როცა ეს შენობა დაზიანდა, ამ ადამიანებს არ ჩაუტარებიათ აქცია, ისინი ქუჩაში მაშინ გამოვიდნენ, როცა ომმგამოტარებული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და მათ ხელისუფლება ისევ უდიერად დაელაპარაკა. გარდა იმისა, რომ იქ არსებული პირობები ვიცი, სწორედ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები დევნილების შესახებ ინფორმაციას ვითხოვდი სამინისტროსგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მათი პასუხები ზოგადია - გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მათ ეუბნება, ოდესმე, ბინას გიყიდით, როცა ფული გვექნება. ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, სადაც ტრაგედია დატრიალდა", - განაცხადა კორძაიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა