ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

მამუკა მდინარაძე - 27-მა ქვეყანამ ელჩების პირით გვითხრა, სააკაშვილი კვდება, გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა

ნახვები: 558 მამუკა მდინარაძე - 27-მა ქვეყანამ ელჩების პირით გვითხრა, სააკაშვილი კვდება, გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მიმართა, რომ მას მხოლოდ ის მოსწონს „რასაც ავალებენ“.

„არც რუსს უნდა და არც სხვა ვინმეს. შენ რასაც გავალებენ, ის მოგწონს. ამაშია ჩვენს შორის განსხვავება. შენ გავალებენ ახლა, რომ სხდომის დროს წამოხტე. დეკლარაციის შევსების გეშინიათ თქვენ და თქვენს მეგობრებს.

შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. მარტო აღმოვჩნდით და მართლები აღმოვჩნდით. მერე ყველამ თქვა, რომ არა, არ კვდებაო, აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა აღარავინ აღარ ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას.

დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და შემდეგ 27-ვე ქვეყანა იქნება იგივე აზრზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა