კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი-კელი დეგნანი

ნახვები: 446 არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი-კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიუკერძოებლად გაგრძელდეს.

„აშკარაა, რომ უკვე არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ვნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იყოს ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი. იმედი გვაქვს, ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ წვლილი შეიტანონ ამ კანდიდატების შერჩევაში. ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს სიჩქარე და პროცესი მიუკერძოებელი, სამართლიანი, გამჭვირვალე იყოს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა