თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას

ნახვები: 554 აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მიემართებიან - მათ გზად, მელიქიშვილის გამზირზე, რუსული კანონის მხარდამჭერი დავით კაჭარავა შეხვდათ. ისინი კაჭარავასთან გასაუბრებას შეეცადნენ, თუმცა დეპუტატი "ხმაურის" მიზეზით თავდაპირველად მანქანიდან არ გადმოსულა და აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს მანქანის ფანჯრიდან პასუხობდა:

კაჭარავა: ნუ გეშინიათ გამჭვირვალობის. თუ დაგვასანქცირებენ, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი შეცდომა და კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში, ეს რამდენჯერმე გააკეთეს უკვე. 

აქციის მონაწილე: სად მივდივართ?

კაჭარავა: ღირსებით ევროპაში. ღირსებით, ღირსებით, ცალ ფეხზე არა, ამაყად. 

აქციის მონაწილე: სტუდენტებს რატომ არ უსმენთ?

კაჭარავა: სტუდენტებს ვუსმენ ზუსტად. 

აქციის მონაწილე: იზიარებთ მათ პოზიციებს? 

კაჭარავა: კი, როგორ არ ვიზიარებ, რა თქმა უნდა, ვიზიარებ და მინდა, რომ სწორად შეხედონ ამ ყველაფერს. ისე ძაან კაია

აქციის მონაწილე: აუხსენით თქვენი პოზიცია, რატომ არ ელაპარაკებით 

კაჭარავა: აგერ ვდგავარ და ყველას ველაპარაკები. ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრები. არ გვაძლევენ საშუალებას რომ გადმოვიდე არ მომცემენ საუბრის საშუალებას, ყვირიან ისედაც, თორემ პრობლემა არ მაქვს. 

აქციის მონაწილე: დასანქცირებას ელოდებით?

კაჭარავა: არამგონია ეგეთი რაღაც რომ მოხდეს, სიმართლე რომ გითხრათ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები და როცა მართლები ვართ, ეს არის უბრალოდ მუქარა და მეტი არაფერი.

 

მთავარი არხი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა