კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"წულუკიანის კულტურის პოლიტიკა სამწუხაროდ, არის უკიდურესად დესტრუქციული-აქცია კულტურის სამინისტროსთან

ნახვები: 407 "წულუკიანის კულტურის პოლიტიკა სამწუხაროდ, არის უკიდურესად დესტრუქციული-აქცია კულტურის სამინისტროსთან

საპროტესტო აქცია თეა წულუკიანის წინააღმდეგ - კულტურის სამინისტროსთან დღეს ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.

პროტესტის მონაწილეები თეა წულუკიანისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ, სადაც გაწერილი იქნება, როგორ უნდა განხორციელდეს ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია, ასევე, რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის შენობას და იქ დაცულ საგანძურს.

"წულუკიანის კულტურის პოლიტიკა სამწუხაროდ, არის უკიდურესად დესტრუქციული, რომელიც ახდენს ცუდ გავლენას დღევანდელ მდგომარეობაზე კულტურული მემკვიდრეობისა. ის ენა, რომლითაც ის გვესაუბრება, ძალიან ცუდ წარსულს გვახსენებს, რომელზეც ჩვენს ქვეყანას უკვე უარი აქვს ნათქვამი და არავინ აღარ დაუშვებს ამ წარსულის დაბრუნებას", - ამბობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე.

აქციაზე მივლენ "ლელოს" და "დროას" წარმომადგენლებიც, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.

"კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გვაჩვენეს სამაგალითო წინააღმდეგობა ივანიშვილის და წულუკიანის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ავიწროებენ განსხვავებულ აზრს იქ, სადაც ხელი მიუწვდებათ. თუ ჩვენ არ აღვუდგებით ნებისმიერ სფეროში არსებულ უსამართლობას და ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან, შემდეგი შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენ. ჩვენი ვალდებულებაა, ამ ადამიანების სამართლიან ბრძოლას დავუჭიროთ მხარი", - თქვა "ლელოს" წევრმა, საბა ბუაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა