კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არც ერთი ნაბიჯი წინ ,ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 470 არც ერთი ნაბიჯი წინ ,ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა-სალომე სამადაშვილი

პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ჟან მონეს დიალოგზე უარი, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ საბოტაჟია.

 

სამადაშვილი ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მათი ვიზიტი ვერ შედგებოდა, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარემ "დრო ვერ გამონახა".

 

დეპუტატის განმარტებით, ჟან მონეს დიალოგს ევროკავშირი ექსკლუზიურად იმ ქვეყნებში იყენებს, რომლებიც პოტენციურად ევროკავშირის წევრებად მოიაზრებიან.

 

"ჟან მონეს დიალოგს ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს, იმ ქვეყნებში, რომლებიც რეალურად მოიაზრებიან პოტენციურ წევრებად, პირველ რიგში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში.

 

ამ დიალოგის დაწყების გამიზნული საბოტაჟი, რაც ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარია, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟია.

 

არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი უკან-ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება", - წერს სალომე სმადაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა