Russian army loses 1,380 more soldiers in Ukraine
More than ten countries support Germany's initiative to bolster Ukraine's air defense
Ukrainian soldiers destroy Russia’s surveillance system with drone
More than 1,600 developments registered on Brave1 platform – Digital Transformation Ministry
Almost two-thirds of Poles want fortifications on border with Russia, Belarus
Zelensky: Every limitation of Russia's terrorist potential is forcing it to peace
პოლონეთში რუსეთის დივერსიულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოკავშირეების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს

თამარ კორძაია „ქართულ ოცნებას“ - თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და ამას აკეთებთ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული

04.30.2024 | 15:31 ნახვები: 239

იცით რა არის არსებითი სხვაობა ჩვენსა და თქვენს შორის - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნებისმიერი აქციის მონაწილეზე, მათ მოქალაქეებს ვუწოდებთ, თქვენ ეძახით მოსახლეობას, население -ს - ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ ეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ევროპული მომავლის მომხრეა და არა რუსეთის და ვისაც რეალურად ესმის ილია ჭავჭავაძის ნამდვილი შინაარსი, კვლავ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ქვეყანა.

„გუშინ თქვენ დაადასტურეთ ერთი რამ, რომ შეიკრიბეთ ფსევდოპატრიოტიზმს ამოფარებული, ქვეყნის ფსევდოპატრიოტული სულისკვეთებით მდგარი, ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი მგზავრები. ეს იყო სრულიად ნათელი, და ციტირებდით მუდმივად ილია ჭავჭავაძეს. „ესრეთ რას არგებს კაცსა დიდება თუ მოაკლდება თავისუფლება“,- ეს არის ბარათაშვილი და ეს საკითხი, საგარეო კურსის საკითხი მან დააყენა ორი საუკუნის წინ, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ. ამის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც თქვენ ციტირებთ და ეყრდნობით, გააღვივა დასავლური კურსისა და საქართველოს აღორძინების იდეა. ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ საქართველოს იდეა აეღორძინებინა, რომელიც შეუძლებელია ყოფილიყო რუსეთის ხელქვეშ და მისი ფრაზები, რომლებსაც ციტირებთ, შინაარსგამოცლილია თქვენგან, იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება დაუთმო რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლებას. ამიტომ ვამბობ, რომ გუშინ თქვენი გამოსვლა იყო ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების, ქვეყნის სუვერენიტეტს ამოფარებული და ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი განცხადებები. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და სამწუხაროდ, ამას აკეთებთ სწორედ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული და ეს არის სწორედ იმ მოქალაქეების მოტყუება, რომლებიც გუშინ მოიყვანეთ აქ. ჩემი პატივისცემა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მხარდაჭერა თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გუშინ სახის გამოჩენის ერიდებოდა, იმიტომ, რომ დავალების შესრულება არავის არ სიამოვნებს. ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ ეს. ამიტომ, ვინც ამ პროცესში ევროპის მხარეს ხართ და არა რუსეთის, ვისაც გესმით ნამდვილი შინაარსი ილია ჭავჭავაძის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი მოვლენის, ისევ გამოდით და ისევ თქვით თქვენი სიტყვა, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი და ევროპის ოჯახის წევრი სახელმწიფო“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა