კონგრესმენი სტივ კოენი - რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა
ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ
Enemy intensifies propaganda campaign around issue of Ukraine elections - watchdog
Ukraine realizes war to end with talks – NSDC secretary
Military aid to Ukraine from "Ramstein" members reaches $95B - Austin
Russians intensify campaign to discredit mobilisation in Ukraine - CCD
გიგა ბოკერია - თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება
ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, დღეს დაკითხვა მორჩა, შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი

დავით კირკიტაძე „ოცნებას“ - ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო გუშინდელი ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ

04.30.2024 | 16:58 ნახვები: 251

მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ ამ „რუსული კანონის“ სათანადო მხარდაჭერა. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან მმართველ გუნდს მიმართა, რომ სიყალბით რეალობის შეცვლა არ გამოუვათ და ძალიან მალე, პატრიოტი ახალგაზრდები „რუსულ კანონს“ უკან წააღებინებენ.

„არმიის დღეს ვულოცავ ყველა სამხედრო მოსამსახურეს. მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ სათანადო მხარდაჭერა ამ „რუსული კანონის“ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა თქვენი აქციის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ყველაფრის, ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას. ეს არის სიყალბე, რომელიც გახასიათებთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ და თქვენ ცდილობთ სიყალბით შეცვალოთ რეალობა, რაც ნამდვილად არ გამოგივათ.

რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ დარბაზში გააჟღერა, რომ იმ ახალგაზრდებს, გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად გამოდიან თავისი ქვეყნის სიყვარულით და აპროტესტებენ „რუსულ კანონს“, თითქოს ვინმემ რამე ჩაუსწორა, თითქოს ვინმემ რაიმე სიტყვა ჩაუსწორა მათ გამონათქვამებში. ძალიან ცუდად იცნობთ ამ ახალგაზრდებს, ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ მათზე, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ვინმე რამეს უსწორებს და თუ თქვენ გგონიათ, რომ მათ გარდა საკუთარი ოჯახისა და თავისი ქვეყნის სიყვარულისა სხვა რამე ამოძრავებთ. დიახ, მათ გააკეთეს საკუთარი არჩევანი, ყოველდღიურად ხედავთ მათ თავდადებას და ის, რომ მათ თქვენ არ იმჩნევთ, არ ნიშნავს არაფერს. ძალიან მალე პატრიოტი ახალგაზრდები უკან წაგაღებინებენ „რუსულ კანონს“.

დიახ, მამული, ენა და სარწმუნოება - ეს თქვა ილია ჭავჭავაძემ და ჩვენი მამულის 20% დიახაც, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დიახ, ჩვენს ენას ემუქრებოდა რუსეთი და თქვენ კარგად გახსოვთ და თუ არ გახსოვთ, გაიხსენეთ 1978 წელი, თუ ვინ ემუქრებოდა საქართველოს ენის წართმევით. დიახ, ჩვენს სარწმუნოებას არ ჰყოლია იმაზე დიდი მტერი, ვიდრე არის რუსეთი და უამრავი ეკლესია-მონასტერი, რომელიც არის გადაღებილი, კარებდაჭედილი არის რუსეთის დამსახურება და დიახ, სწორედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ისტორიული ეკლესია-მონასტრები აღდგენილი იყოს მათ მიერ გამოყრილი თანხებით და თქვენი სამსახურები ამ საქმეშიც არ უქნია ღმერთს და კარგად იცით, რა მდგომარეობამდე მიიყვანეთ გელათიც. ეს არის რეალობა, რომელთანაც თვალის გასწორება არ გინდათ.

ჩვენს მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც ებრძვის რუსეთი და თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მიაბრუნოთ რუსეთისკენ. ეს არ გამოგივათ და ამაში უნდა დარწმუნებულიყავით გუშინაც, როდესაც თქვენს მიერ ჩამოყვანილმა ადამიანებმაც კი გაქციეს ზურგი. მე არ ვარ მომხრე, რომ რაიმე სახის ცინიკური ეპითეტებით შევამკოთ ადამიანები ან დავყოთ ისინი, განსხვავებით თქვენგან. ყველა ადამიანის აზრი არის პატივსაცემი, მოსასმენი და პირველ რიგში ამას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება.

სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, ხელისუფლებიდან ვხედავთ დაყოფას, ზიზღს, დაპირისპირების მცდელობას და ეს ნამდვილად არ გავა. ეს ნახა ამ ქვეყანამ, ეს გაიარა ამ ქვეყანამ და სწორედ ის ახალგაზრდები და ის პატრიოტები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ჩვენს ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში ნამდვილად შეძლებენ იმას, რომ არ მოგცენ თქვენ საშუალება ჩვენი ქვეყანა შეაბრუნოთ რუსეთისკენ, დიახ, ეს კანონი, რომლის მიღებასაც დღეს მეორე მოსმენით აპირებთ, არის რუსული დაწყებიდან დასრულებამდე. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქ, ისევე როგორც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე საქართველოს ქუჩებში, შეწყვიტეთ ამ კანონპროექტის განხილვა, დაასრულეთ საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება. ჩვენი ხალხის არჩევანს ეცით პატივი და ჩვენი ხალხის არჩევანი არის უკეთესი, ძლიერი საქართველო ერთიან დიდ ევროპულ ოჯახში,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა